პარტია „ლიბერალ-დემოკრატების" თავმჯდომარე მუხრან ბურჭულაძე გაერთიანებულ ოპოზიციას ეკითხება თუ „რაა ის საერთო დიადი მიზანი, რისთვისაც ოპოზიცია კრემლთან ხელისუფლებას ინაწილებს?“
„ივანიშვილს ცვლით ივანიშვილით?
ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის სხვაობა არის ნული.
მათი ხედვით საქართველო არ არსებობს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.
რაა ის საერთო დიადი მიზანი, რისთვისაც ოპოზიცია კრემლთან ხელისუფლებას ინაწილებს?
ანუ მაჟორიტარები გიშლიდნენ ხელს და არჩევნები არ გაყალბებულა?
ნუ დამიმალავთ, მეც საქართველოს მოქალაქე ვარ“, წერს მუხრან ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.