პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტია, რომელზეც ევროპული ტიპის სახელმწიფოები დგას და საამაყოა, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა და განმტკიცება ამ გზით იწყება. ამის შესახებ პრემიერმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც ადამიანის უფლებათა საკითხებში ეროვნულ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
"ჩვენი მთავრობისთვის ეს არის პრიორიტეტი, რადგან კარგად გვესმის, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა დაცვის სწორება უნდა აიღოს ევროპული ქვეყნების საუკეთესო სტანდარტებზე. დღევანდელი დღეც იმის დასტურია, რომ ჩვენს გუნდს აქვს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ დასახულ მიზანს რეალურად მივაღწიოთ.
პირველი და ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია. დღეს წარმოგიდგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას და მთავრობის სამოქმედო გეგმას" - განაცხადა ღარიბაშვილმა ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს მთავრობა და პარლამენტი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს.
პრემიერმა სტრატეგიისა და გეგმის შედგენის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი გამჭირვალედ და დემოკრატიულად წარმიმართა. შემუშვების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე, ქვეყნის უცხოელი მეგობრები.
"საქართველოს მთავრობის სახელით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირს, საქართველოში მის წარმომადგენლობას და პირველ რიგში თომას ჰამარბერგს. მადლობას ვუხდი ასევე გაეროსა და ყველა სხვა საერთაშორისო ორგანიზაცას, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ საქართველოს ევროინტეგრაციის, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებისა და დემოკრატიული პროცესების გამყარების საქმეში. რომ არა მათი დიდი მხარდაჭერა და ძალისხმევა, ამ ხარისხის სტრატეგიისა და გეგმის შემუშავება არ იქნებოდა ადვილი"-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება იმ პროცესის დასაწყისია, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისკენაა მიმართული.
ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება საძირკველს უყრის ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, რომელშიც პოლიტიკური ცვლილებები, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე გავლენას ვერ მოახდენს.
"სულ მალე, როდესაც ამოქმედდება მაღალი სტანდარტის სამოქმედო გეგმა, ყველა დარწმუნდება, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ადამიანის უფლებები და აშენდეს რეალურად ისეთი მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელთა მოშლასაც ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს" - განაცხადა მან და განმარტა, რომ სტრატეგია 7 წლიანია და პოლიტიკურ ციკლზე დამოკიდებული არ იქნება.
ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლების სათავეში დგას ისეთი გუნდი, რომელსაც შეუძლია ევროპული ღირებულებების ერთგულება, აქვს ამის პოლიტიკური ნება.
"წელს გადამწყვეტი ეტაპი გვაქვს გადასალახი ევროპასთან დაახლოების მიმართულებით. ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს და მოქმედებდეს ადამიანის უფლებათა სფეროში უმაღლესი სტანდარტის სტრატეგიითა და გეგმით, რომელიც თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების გარანტი იქნება" - განაცხადა პრემიერმა-მინისტრმა ღონისძიებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.