"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ პრობლემური რაიონების საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა როგორც იგი ამბობს, გამწვავების გარეშე შეეცდებიან არსებული მდგომარეობის მოგვარებას. ამის შესახებ გაზეთი "რეზონანსი" წერს. გამოცემის თანახმად, რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანია საკრებულოს თავმჯდომარეებზე შეტევით უკვე დაიწყო და ამის დასტურად მას სენაკში განვითარებული მოვლენები მოჰყავს.
„პირველი იმპიჩმენტი თანაგუნდელებმა 1-ლ სექტემბერს სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწყვეს და ამით თვითმმართველობებში საკადრო „წმენდა" გახსნილად გამოცხადდა. არჩევნებამდე დარჩენილ დროში მსგავსი პროცესი კიდევ რამდენიმე რაიონშია მოსალოდნელი. როგორც „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, გარკვეული პრობლემები ათამდე რაიონშია, თუმცა ირწმუნება, რომ ყველაფერი „გარკვეული კონტროლის ქვეშაა" და არსებული პრობლემების მიუხედავად, სიტუაციის გამწვავება არ მოხდება. პოლიტოლოგების მტკიცებით, "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და მუნიციპალიტეტებში საკადრო ცვლილებები აუცილებლად გველოდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.