ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, პეტრიაშვილის ქ. N7-ის და ათონელის ქ. N5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია ხორციელდება. მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია არსებულ მოედნებს ახლით შეცვლის.
პროექტის ფარგლებში, 800 კვ.მ ფართობზე მოეწყობა ლითონის მავთულბადეები, დაიგება ბალახის ხელოვნური საფარი, განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი და დამონტაჟდება LED განათება.
მიმდინარე სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. მსგავსი სივრცეების მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობთ, სპორტული მოედნის გარეშე არცერთი უბანი დავტოვოთ. გასულ წელს მთაწმინდის რაიონში არაერთი მულტიფუნქციური სპორტული სივრცე მოეწყო. რა თქმა უნდა, მიმდინარე წლის განმავლობაშიც, მსგავს პროექტებს ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მთაწმინდის რაიონში პარალელურად, ოთხი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარია გამოყოფილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.