არჩილ თალაკვაძე: „საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი“
07-02-2020, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ შეკრებაში, National Prayer Breakfast მიიღო მონაწილეობა და ვიზიტის პირველი დღის განმავლობაში 20-მდე შეხვედრა გამართა.

 

 

კონგრესმენებთან და სენატორებთან გამართულ შეხვედრებზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

 

 

დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი.

 

 

აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე.

 

 

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

 

 

შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შეაფასა.

 

 

მისი განცხადებით, საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და საქართველოს მიმართ არსებობს დიდი ნდობა და ოპტიმიზმი.

„ძალიან დატვირთული დღე იყო შეხვედრებით. ჩვენ შევხვდით კონგრესის და სენატის წევრებს და პირველ რიგში, სასიხარულო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე საიმედო პარტნიორი და მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში და რა თქმა უნდა, ამას, მომავალშიც არანაირი საფრთხე არ ემუქრება. კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი და არის მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს ყოველწლიურად ხელშესახები პროგრესი უსაფრთხოების, დემოკრატიის და სხვა მნიშველოვან სფეროებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

შეხვედრები, რომელიც კონგრესისა და სენატის წევრებთან გაიმართა, ამერიკული მხარის მხრიდან დადებითად შეფასდა და აღინიშნა, რომ მხარეებს პოზიტიური და მეგობრული და პროდუქტიული საუბარი ჰქონდათ ორი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირის დღის წესრიგის გაძლიერებასა და გაღრმავებაზე, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი