შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ამაღამ და ხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე არსებული გამწვანებული კლდის გაწმენდის, დასუფთავებისა და მცენარეების ფორმირების მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ტერიტორია, რთული რელიეფის გამო, წლებია, არ გაწმენდილა.
სამუშაოები მოითხოვს გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა დანიშნულების სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას, რაც საჭიროებს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას.
გამწვანებული კლდოვანი კედელი ამონაყარისგან და ლელქაშისგან გაიწმინდება; გაისხვლება და ფორმირდება ხე-მცენარეები, ასევე, მოწესრიგდება მწვანე საფარი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.