ვიდეო - მიხეილ სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა: „1 მარტიდან მე ვხსნი ჩემს შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს“
08-02-2020, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კიევში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საქართველოს ყველა პატრიოტს“ მიმართავს და აანონსებს, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე პირად შტაბს ხსნის, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად“, „ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს“ უზრუნველყოფს.

 

 

იგი ამბობს, რომ „ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად“ გადაწყვიტა „ღიად, აქტიურად და ორგანიზაციულად“ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

 

 

„მე მინდა გითხრათ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე, თუ ვის ხელში გადავიდა ქვეყანა.

 

 

„ქართული ოცნებაო“ და ამის მაგივრად მოგვაჩეჩეს გაჭირვება, დახოცილი ბავშვები, კაპიკებზე დღე და ღამე შრომა უცხოეთში, ბრძოლა გადარჩენისთვის.

 

 

ეს არ არის ის, რასაც იმსახურებს ქართველი ხალხი!

 

 

ეს ხალხი გვეუბნება, რომ უნდა დარჩეს კიდევ ჯერ 4, მერე კიდევ 4 და მერე კიდევ ალბათ კიდევ 10-16 წლით.

 

 

 

 

დავფიქრდეთ კიდევ ერთხელ, ვინ არის ეს ხალხი:

 

 

მაოხრებელი ივანიშვილი, ბრიყვი თალაკვაძე, ბოროტი წულუკიანი, ანაბრების ქურდი ჩხარტიშვილი, ბოლომდე გათავხედებული მექრთამე კალაძე და უამრავი სხვა კიდევ არარაობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქვეყანას.

 

 

გავიდა უკვე 8 წელი და ეს ხალხი არსად არ აპირებს წასვლას და უფრო მეტიც, უნდათ რომ მიგვაჩვიონ ამ არანორმალურ გიჟურ მდგომარეობას!

 

 

ამიტომ, რა თქმა უნდა მე გვერდზე ვერ გავდგები და გადავწყვიტე, უკვე ღიად, აქტიურად, ორგანიზაციულად, ჩავერთო ჩვენი ხალხის დასახმარებლად, ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად და საქართველოს სწრაფი განვითარების გზაზე მყარად დასაბრუნებლად.

 

 

მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ მე რა თქმა უნდა ვარ მომხრე ყველა ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის, მე ვარ მომხრე ჩვენი ფართო ფრონტის შექმნის, მე ვარ მომხრე იმისა,რომ არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ დაბრუნდეს თავის კაბინეტში და ბევრი ახალი ადამიანი, ღირსეული მოვიდეს პოლიტიკაში, განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ამაზე აქტიურად ვმუშაობ და ყველაფერ ამაში უშუალოდ მივიღებ ძალიან აქტიურ მონაწილეობას.

 

 

ამიტომ პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა.

 

 

ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას მე გვერდით, ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და მაქვს მე და ყველა ჩემს რესურს, ყველა ჩემს კონტაქტს ადამიანურს, პოლიტიკურს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ ეს უბედურება სწრაფად გადაილახოს.

 

 

წელს ისინი დასრულდებიან!

 

 

წელს საქართველო დაიწყებს დაჩოქილი მდგომარეობიდან ადგომას!

 

 

წელს საქართველოში გათენდება და ქართველი ხალხი აუცილებლად გავა სამშვიდობოზე!

 

 

დროის ათვლა დაწყებულია, ქართველი ხალხის და თითოეული ჩვენგანის გამარჯვებამდე!“ - აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 2
#2   Sam
      
Auch mit der kommenden virtuellen Spielwelt werden online
Casinos immer mehr ins Rampenlicht rücken. Natürlich ist das Spielgefühl in online Casinos nicht ganz
mit dem heimischen vor Ort vergleichbar. Dabei startest du online das Video Ident
Verfahren bequem von zu Hause aus, allerdings benötigst du dafür einige Minuten. Sie zählt zu den ersten Glücksspiellizenzen überhaupt.

Das Spielen in einem online Casino ohne Verifizierung hat Vor- und Nachteile.
Dabei unterscheiden wir zwischen einem online Casino ohne Verifizierung mit Curacao Lizenz und einem Casino ohne Verifizierung mit dem Zahlungsdienstleister Trustly.

Zusätzlich erhalten Sie 100 Freispiele. Zusätzlich erhalten Sie 225 Freispiele und 1 Bonus Crab.
Viele Boni auch für Stammspieler Zusätzlich erhalten Sie
250 Freispiele.
Nichts muss erledigt werden, um Auszahlungen erhalten zu
können. Neben dem Willkommensbonus werden es auch für weitere Zahlungen laufend Boni gewährt.
Es gibt auf jeden Fall einen Willkommensbonus für Neukunden. Das
können einheimische Online Spielhallen niemals bieten. Schließlich gibt es im Trustly Casino
auch Bingo, Keno, Rubbelspiele und sogar virtuelle Sportspiele.


References:
https://online-spielhallen.de/maximieren-sie-ihr-leon-casino-erlebnis-mit-dem-ak
tionscode/
21 დეკემბერი 2025 17:26
#1   ულდანი
      
რანდენი ხანი უყუროთ თქვენს მასკარადს თქვენ გინდათმოსამსახურე იყოთ ქართველი ხალხის? მაშინ რატმ არ მოხსენით ბლოკირება კონსტიტუციის 74-მუხლში ან რატომ არ გაკეთეთ ჩანაწერი ნომალური მაშინ კონსტიტუციის 5-მუხლში ახლა 3-მუხლია თქვენ ჩემ აზრით ერთი და იგივე რეჟიმის გამაგრძელებელი ხართ შევარდნაძის სისტემის ცვლილება არც თქვენ გიცდიათ და არც ამათ კონსტიტუცია იმ ევრიპის განვითარებულ ქვეყნებისა აგებულია ნამდვილ დემოკრატიაზე თქვენ ეს არ იცით?! რომ შევარდნაძემ დაბლოკა 1995-წლის 24აგვისტოს ქართველი ერის ხალხის უფლებები თქვენ რატომ არ შეცვალეთ ხომ იყო დაპირება თქვენ ეს არ გააკეთეთდ მე პირადადად გესაუბრეთ რომ ერის შესარიგებლად აყცილებელი იყო აღიარება უახლესი ისტორიის და სახალხო დემოკრატიის დამკვიდრება ეს რატომ არ გააკეთეთ ეკონომიკა მიუხედავად ხელისუფლებათა წინაღმდეგობებისა მანც მუშაობდა გაკეთებული შემოსავლის სამუშაო ადგილის და ბიზნესის განვითარების სახით არაფელი გაკეთებულა 2,5 მილიარდი ქონდა საგარეო ვალი შევარდნაძეს მიშვებული ქვეყანა თქვენ დაალაგეთ ქვეყნის სტრუქტურა 3-წელი ეკონომიკა სამუშაო მდგრადი ადგილები გაუარესდა ვალი გაიზარდა საგარეო 9-მილიარდით დატოვე 11,5-მილიარდი ვალი დაკარგე დე ფაქტო დამატებით 4,4-ათასი კვადრატული კილომეტრი გაფლანგეთ 4,5-მილიარდი დოლარირომელიც ააშენებსა 40 000000 კვადრატ მრტრ ბინას რომელიც თავისუფლად მოხსნითა ბინის პრობლემებს არ მხოლოდ დროებით გადაადგილეებისთვის ესაა შენი შედეგი 13,5მოლიარდი დოლარი შემოსული ეკონომიკის ზრდა 8-მილიარდი ესაა განვითარება ივივე მეორდებს ახლა თქვენ ერთი და იგივე რეჟიმი ხართ და ებრხვით ერთმანეთს ვინ უნდა იყოს პიველი მძაფცველი ქვეყნის თუ მართლა გინდათ ქვეყანა დაემზგავსოს ქვეყანას მოუწოდეთ თქვენს მხარდამჭერებს მთავარია ხელისუფლება ასრულებდეს ხალხის დავალებას კონსტიტუციის 52-მუხლი 2-პუნკტის გაუქმება და ყველა უბანში კომტეტების ჩამოყალიბება რომ ერის სუვერენიტეტი(ხელმწიფება) გადავიდეს ქართველი ხალხის ხელში. ეს როგირც საფრანგეთშია იტალიაშია პორტუგალიაში და ა.შ. უზენაესი უფლება გადავცეთ ხალხს ხელისუფლება მომსახურების სფეროს ვერ აცდება აცდება და აგებს პასუხს ერის წინაშე დათხოვნით უკეთეს შემთხვევაში ან პასუხისგებლობით რატომ არ გინდათ ხალხი იყოს ბატონო? თუ თაღლითები არა ხართ? წესიერ კაცს როდის ეშინია კონტროლის...გინდათ გადარჩენა ქვეყნის ერთად ერთი გზაა რეფერენდუმის სრული უფლება ქართველ ხალხს რეფეტენდუმით კანონის მიღება და გაუქმება ქართველ ხალზს იფრქრეთ და გადავარჩინოთ ქვეყანა გავხადოთის ის მდგრადი...
8 თებერვალი 2020 01:15
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი