პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა.
საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს.
მხარეებმა, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი საკითხები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხებოდა ასევე საარჩევნო სისტემას და მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ პროექტებს, მათ შორის, ანაკლიის პორტის მომავალს - ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკელ პარტნიორებს, რომ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მთავრობა შესაძლო ინვესტორებთან კომუნიკაციას გააგრძელებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სრული მხარდაჭერა დაადასტურა.
მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.