საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი დაესწრო. მინისტრმა ქართველი სპორტსმენების ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა და ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მიხეილ ჩხენკელი: „წლევანდელი წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სპორტისთვის. ეს გახლავთ ოლიმპიური წელი. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო ღირსეულად წარდგეს ოლიმპიურ თამაშებზე! ბუნებრივია, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნისა და თითოეული სპორტსმენისთვის დიდი პატივია. თუმცა, მონაწილეობასთან ერთად, მნიშვნელოვანია წარმატებული ასპარეზობა. 2019 წელი, რომელიც განსაკუთრებული გამოდგა ქართული სპორტისთვის, გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენი დელეგაცია არაერთი ოლიმპიური მედლით გაგვახარებს. 6 მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიურ სახეობებში - ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ერთი მხრივ უდიდესი წარმატება და მეორე მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებული სპორტული ქვეყნის სტატუსი სწორედ ტოკიოში განვამტკიცოთ!“
აღმასკომის სხდომას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. მან მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ფედერაციების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო სპორტსმენების მზადებისა და ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირებში მათი მონაწილეობის შესახებ. სხდომაზე გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც სამინისტროს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა ოლიმპიურ კომიტეტთან და ფედერაციებთან თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
სხდომაზე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველი სპორტსმენების მზადების, ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლისა და 2025 წელს, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ბორჯომსა და ბაკურიანში შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.