საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე ჩასულ ქართველ მოსწავლეებს შეხვდა.
ნიჭიერი მოზარდები მსოფლიოს სხადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან ერთად, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშავებენ მშვიდობის, განათლების, ენერგიის ალტერნატიული წყაროების, კლიმატური ცვლილებების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
მათ პარლამენტის თავმჯდომარეს შთაბეჭდილებები და ინოვაციური იდეები გაუზიარეს.
არჩილ თალაკვაძე ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე ესაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მათ შეკითხვებსაც უპასუხა. ახალგაზრდები საქართველოში მიმდინარე პროცესებით, სამომავლო გეგმებითა და არსებული გამოწვევებით დაინტერესდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.