„7 ნოემბერს იყო დარბევა, მაგრამ გადადგა პრეზიდენტი, შევარდნაძეც გადადგა, წავიდა, ეს (ივანიშვილი) მიდის სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ეს არის პირსისხლიანი ავაზაკი“, განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში, შაბათს, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას და აღნიშნა, რომ „თუ ივანიშვილი არ დათმობს ხელისუფლებას, ის დათმობს საკუთარ ქონებას“.
„ამ ფონზე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში - სენატორებს და კონგრესმენებს... ისინი დღეს საჯაროდ აფიქსირებენ საჯარო მხარდაჭერას და სიმპათიას ქართველი ხალხის სამართლიან ბრძოლაში და ეს არის იმის სიგნალი, რომ ძალიან მალე, თუ ივანიშვილი არ დათმობს ხელისუფლებას, ის დათმობს საკუთარ არა მარტო ძალაუფლებას, არამედ ქონებას უკანასკნელ ცენტამდე, ამის გარანტიას ვაძლევთ“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.