მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საერთო კრებები გაიმართა
09-02-2020, 16:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გენწვიშში დასახლების საერთო კრება გაიმართა. კრება აერთიანებდა ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სამი სოფლის - გენწვიშის, ქვემო იფარისა და ხევრას მოსახლეობას.

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის  მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათგან პრიორიტეტული პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

 

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშორის მხარდაჭერით ორი საერთაშორისო კომპანიის „ქეა ავსტრია“ და „პი-ემ-სი“-ს კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც მოსახლეობას „ENPARD III“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი წარუდგინეს. კონკურსი მოსახლეობას საშუალებას აძლევს პროექტის სახით წარადგინონ როგორც სათემო ინიციატივები ასევე ბიზნესიდეები.

 

 

(ფოტოზე მარჯვნივ: მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი) 

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“ ფარგლებში დასახლების საერთო კრება გაიმართება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შემდეგი კატეგორიების მიხედვით შეარჩევს განსახორციელებელ პროექტებს:

 

 

ა) სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები; გამწმენდი ნაგებობი);

 

ბ) სარწყავი სისტემები;

 

გ) სანიაღვრე არხები;

 

დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;

 

ე) გზები; გზისპირა მოსაცდელები;

 

ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;

 

ზ) გარე განათება;

 

თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

 

ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;

 

კ) ამბულატორიის შენობები;

 

ლ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;

 

მ) სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;

 

ნ) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;

 

ო) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

 

 

 

 

2020 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის #2752 განკარგულების თანახმად მესტიის მუნიციპალიტეტში პროექტების განსახორციელებლად 1 534 000  ლარი არის განსაზღვრული. მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფლისთვის განკუთვნილია თანხა კი 10 000 ლარს შეადგენს.

 

 

ამავე პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას საშუალება აქვს საერთო პრობლემის გადაჭრის მიზნით გააერთიანოს თანხა და განახორციელოს ერთი პროექტი.

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასახლების საერთო კრებები ჩატარდა ლახამულას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დიზსა და სოფელ ლახამულაშიც.

 

 

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი