"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამბიციები ვიყოთ ნაკლებად კორუმპირებული, დაბალი გადასახადების მქონე და ბიზნესისთვის მეგობრულად განწყობილი ქვეყანა"
08-09-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამბიციები, რომ სულ მცირე რეგიონში, მაგრამ ასევე გლობალური მასშტაბით ვიყოთ ნაკლებად კორუმპირებული, დაბალი გადასახადების მქონე და ბიზნესისთვის მეგობრულად განწყობილი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონსტისპირა ქვეყნებში" - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ქადაგიძეს მიაჩნია, რომ 15 წლის წინათ საქართველო იყო პოსტსაბჭოური და ძალიან კორუმპირებული რიგითი ქვეყანა, დღეის მდგომარეობით კი, მან უზარმაზარი პროგრესი აჩვენა, თუმცა მოქალაქეთა დასაქმების მხრივ მეტია გასაკეთებელი.


"რაც გაკეთდა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ სად ვართ ამ ეტაპზე. ამისთვის აუცილებელია შევხედოთ გლობალურ სურათს. გლობალური სურათი კი შემდეგია, გასული საუკუნის განმავლობაში ბევრი განვითარებული ქვეყანა ვითარდებოდა შემდეგნაირად – იწყებდა როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, შემდეგ გადადიოდა წარმოებაზე, ამის მერე კი ყალიბდებოდა სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ახლა ყველა განვითარებული ქვეყანა უმეტესწილად ორიენტირებულია სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე. როგორია საქართველოს მაგალითი? საქართველომ დაიწყო როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანამ, ჩვენ არ გვქონდა საკმარისი დრო რომ ურბანიზაციის პროცესი გაგვევლო და მთლიანად ვერ მივედით ვერც ერთ ინდუსტრიულ წარმოებაზე და ახლა ვცდილობთ, რომ ავაშენოთ სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკა. მოკლედ რომ ვთქვათ, ვცდილობთ დაბალი, ნაკლებად ეფექტური, ნაკლებად პროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი გადავაქციოთ მაღალშემოსავლიან სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკად. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი არის ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ბაზრის მოძებნა, მაშინ ჩვენ არ გვექნება დიდი არჩევანი. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა შევეცადოთ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია", - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განათლების სფეროში მეტი ინვესტიციის ჩადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა.


"21-ე საუკუნეში ერთადერთი რესურსი არის განათლებული და თავისუფალი სამუშაო ძალა – კადრი. რომ დავუბრუნდეთ იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, მინდა მარტივი ჭეშმარიტება გავიმეორო – თუ ძალიან ძლიერი ინვესტიცია არ განხორციელდება განათლების სფეროში, თუ არ შევეცდებით და არ ავამაღლებთ ჩვენი მუშა-ხელის კვალიფიკაციას, თუ არ წავალთ ეკონომიკის პოლიტიკის შეცვლისკენ, ძალიან ძნელი იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა. ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტები. 21-ე საუკუნის გლობალიზებულ სამყაროში ან ხარ დიდი გლობალიზებული, დიდი თანამედროვე საზოგადოების წევრი, ან ხარ სადღაც სხვაგან", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი