გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
10-02-2020, 10:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან დაკავშირებულ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

 

 

გიგი უგულავას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ეს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე ჩაინიშნა და დაცვის მხარეს არგუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.

 

 

„ვხედავთ, ბოლო პერიოდში როგორ გამძაფრდა პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ასევე მედიაპერსონების წინააღმდეგ. ამას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ დაჭერები გაგრძელდება და რომ კიდევ ბევრი მოხვდება საპატიმრო დაწესებულებაში. ჩვენ გვახსოვს 2-3 თვის წინ გიგი უგულავაზე თავდასხმა, სადაც დაზარალებულად ცნობის ნაცვლად თავად გიგი ცნეს ბრალდებულად. გვახსოვს, ბოლო პერიოდში როგორ გამძაფრდა და გააქტიურდა გიორგი კაპანაძის ცრუ ბრალდების პროვოკაციის საქმე, ეს ეხება ლეგალიზაციის ფაქტს, რაზეც პროკურატურა დავობს, თითქოსდა, ლეგალიზაციას ჰქონდა ადგილი და ეს არის ცრუ ბრალდება. ასევე გვახსოვს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებები, მათ შორის თბილისის მერის ცრუ განცხადებები გიგისთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ ერთიან კონტექსტში და მოცემულ საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ ჩვენ გვაქვს ნეგატიური მოლოდინი“, - აცხადებს ადვოკატი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი