ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს ახალი წევრი შეემატა
10-02-2020, 14:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორის პოზიციაზე, გიორგი მაკარიძე შეუერთდა.

 


გიორგი მაკარიძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე ისრაელში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებსა და უზბეკეთში.

 

 

ის უძღვებოდა საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის საერთაშორისო ბიზნესს ახლო აღმოსავლეთში, ასევე წარმატებით წამოიწყო და მართა Mogo Finance-ის ბიზნესები საქართველოსა და უზბეკეთში. გიორგი ფლობს MBA-სხარისხს IE Business School-იდან (მადრიდი, ესპანეთი).

 


‘მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა განვავითარო ლიბერთი ბანკის საცალო საბანკო მომსახურება და ვუზრუნველვყო, რომ ლიბერთი გახდეს ბანკებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი მომხმარებლის ფართო სპექტრისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო ასეთ გამოცდილ და მიზანდასახულ გუნდს და ვიყო ლიბერთის ნაწილი მისი ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პროცესში.’ – განაცხადა ახლადდანიშნულმა ლიბერთის საცალო საბანკო მომსახურების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

 

 

‘მინდა მივესალმო გიორგის ბანკის მენეჯმენტის გუნდთან შემოერთებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი მზარდი ბანკის განვითარებაში. ეს შემატება თანხვედრაშია ბანკის მიერ გაცხადებული ბიზნესის დივერსიფიკაციის სტრატეგიასთან. ლიბერთის ოჯახის ახალ წევრს ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და გამოწვევებით სავსე პოზიციაზე.’ -განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

 

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი