უკრაინაში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ, ამ მიმართულებით მთავრობის, კერძოდ კი ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც ისაუბრა იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლები.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.