საქართველოს პრემიერ მინისტრმა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს
10-02-2020, 18:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დადებითი დინამიკა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ მიხეილ ჯაბაროვის შეხვედრის მთავარი თემა.



აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სწრაფად ვითარდება ვაჭრობა და ორმხრივი ინვესტიციები, ასევე - თანამშრომლობა ენერგეტიკული დერეფნების მიმართულებით, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.

 


ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე, რომელიც საპორტო ინფრასტრუქტურის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების, ელექტროენერგიის იმპორტისა და ტრანზიტის მიმართულებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობას გულისხმობს.

 

 

ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და ორ სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთგაგების მაღალ დონეს, რაც ორმხრივი საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.

 

 

აღინიშნა, რომ წარმატებული ეკონომიკური ურთიერთობები გაგრძელდება, რამდენადაც ტრანსპორტის, ტრანზიტის, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებში ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება.

 

 

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის საქართველოში ვიზიტი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელზეც მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი, ბაქოს პორტის გენერალური დირექტორი ტალეჰ ზიადოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საერთაშორისო საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი და „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი