კახა კალაძე: დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება
10-02-2020, 23:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქში საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები დათბობისთანავე განახლდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა და გზების დახაზვასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მოქალაქის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

 

 

მისი თქმით,სამუშაოების წარმოება დღეს არსებული ტემპერატურის პირობებში შეუძლებელია. 

 

 

საგზაო მონიშვნების დახაზვასთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება ასევე, მერის მოადგილე მაია ბითაძემ გააკეთა. მისი თქმით, გზების დახაზვის სამუშაოებს შესაბამისი სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს.  

 

 

„საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოები უმოკლეს ვადებში, მას შემდეგ დაიწყება,რაც ახლადდაგებულ ასფალტზე, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ და კლიმატური პირობების გათვალისწინებით,  სამუშაოების დაწყების საშუალებაგვექნება. აქვე მოსახლეობას მივაწოდებ ერთ სიახლეს - მერის  დავალებით შექმნილმა სამსახურმა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე, სპეციალური ტექნიკით და დაკომპლექტებულია შესაბამისი სპეციალისტებით, შეადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც, არცერთი ქუჩა არ იქნება საგზაო მონიშვნების გარეშე, ხოლო ახალ ქუჩებზე გამოყენებული იქნება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც საგზაო მონიშვნების დახაზვის კომპონენტების ცდომილებას მინიმუმამდე დაიყვანს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

დედაქალაქის მერი მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი