მთაწმინდის რაიონში ორი სკვერის რეაბილიტაცია იწყება
10-02-2020, 23:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთაწმინდის ქუჩა N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, - ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ ვიდეადიალოგის დროს მოქალაქე ირინა ანდრიაძის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

გამგებლის თქმით, ასევე, იგეგმება პარლამენტის უკან არსებული ოლივერ უორდროპის სკვერის სრული რეაბილიტაცია.

 

 

„სულხან საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება უფასო ინტერნეტი, აღდგება შადრევნები და გაშენდება მწვანე ნარგავები. სამუშაოების დროს გამოყენებულიიქნებამაღალი ხარისხისმასალა. შესაბამისად, იგი ისეთივე მაღალი ხარისხის და სტანდარტების იქნება, როგორიც არის ვილნიუსის სკვერი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

 

სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ.მ ფართობს მოიცავს. სკვერი რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. იგი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდება.

 

 

ტერიტორიაზე შენარჩუნდება მწვანე საფარი და ახალი ნარგავებითაც გაშენდება; მოეწყობა დეკორატიული შადრევანი. ასევე, განთავსდება საბავშვო ზონები, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის ატრაქციონები; სრულიად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სისტემა; მოეწყობა ადაპტირებული წყარო; დაიდგმება თანამედროვე ტიპის ურნები.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და სამ თვეში დასრულდება.

 

 

რაც შეეხება ოლივერ უორდროპის სკვერს, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი