დიდ დიღომში, გოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
11-02-2020, 00:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდ დიღომში, გოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ ვიდეოდიალოგის დროს დასმული ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, 7 109 კვ.მ ფართობზეასფალტის ორფენიანი  საფარი დაიგება.

 

 

„დიდ დიღომში ქაოტური განაშენიანების გამო, ძალიან ბევრი გამოწვევა დაგვხდა.  გასულ წელს, კერძო დასახლებაში რვა ქუჩა მოწესრიგდა. აღნიშნულ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები ნესტან-დარეჯანისა და ჩოხელის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, იან ჰომერისა და დანიბეგაშვილის ქუჩების რეაბილიტაციასდავიწყებთ“, -განაცხადა საბურთალოს გამგებელმა.

 

 

ამ დროისთვის, ჩოხელის ქუჩაზე, 317 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

 

 

პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 868 276 ლარი დაიხარჯება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი