თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა და მოქალაქეებს დედაქალაქის მერიისგან მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა.
როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, თეკლა ფერაძესდახმარება თავადაც გაუწიოს.
„ბევრი შეტყობინება მოდის ახალგორიდან დევნილი თეკლა ფერაძის დახმარებასთან დაკავშირებით. თუ მოგვაწვდით საკონტაქტო ინფორმაციას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ,გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში. თუ საჭირო იქნება მეც ჩავერთვები და დახმარებასგავუწევ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თეკლა ფერაძეზე საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხის გარკვევა თბილისის მერმა თავის მოადგილე სოფიო ხუნწარიას დაავალა.
„მოქალაქეების მხრიდან მომართვიანობა ძალიან დიდია. სამწუხაროდ, ოჯახს მუნიციპალიტეტისთვისამ დრომდე არ მოუმართავს. ჩვენ დღეს ვეცდებით, მოვიძიოთ თეკლას ახლობლების შესახებ ინფორმაცია იმადამიანების მეშვეობით, რომლებიც ინტენსიურად გვწერენ. ხვალ დილიდან ამაზე მუშაობასდავიწყებთ. მთავარია, რომ თეკლა იყოს თბილისში რეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება თბილისში რეგისტრირებული, შესაბამის კონსულტაციას გავუწევთ, თუ რომელ უწყებას შეიძლება მიმართონ დასახმარებლად“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.