თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები ამჟამად კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის დასრულებულია სანიაღვრე ქსელის მოწყობა და ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ ასფალტის საფარის დაგებადაიწყება.
„სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამჟამად „თბილისი ენერჯი“ ახორციელებს სამუშაოებს. დაახლოებით 20 თებერვლისთვის ყველაფერი იქნება დასრულებული და კონტრაქტორი კომპანია დაიწყებს მოასფალტებას. მარტის დასაწყისში ეს მონაკვეთი ქვედა ფენებში იქნება მოწყობილი და გადავალთ ბოლო მონაკვეთზე - ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე, სადაც ანალოგიური სამუშაოები შესრულდება. გაზაფხულზე მთლიანად დასრულებული იქნება ეს პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.