საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაშია, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, კანონის ფარგლებში ყველას უწევს პასუხისგება, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით.
დედაქალაქის მერის თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა.
„საარჩევნო წელიწადი არაფერ შუაში არ არის, თუ ადამიანს აქვს დანაშაული, შესაბამისად, კანონის ფარგლებში უწევს ყველას პასუხისგება. ადამიანურად, რა თქმა უნდა, რატომ უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა ან ციხეში შესვლა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა დანაშაულთან არის საქმე. ისიც არასწორადაა ინფორმაცია, თითქოს ორჯერ გასამართლდა ერთი და იმავე საქმეზე. ეს არ არის სწორი და არ მინდა საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. თქვენ იცით, რომ პროკურატურას ჰქონდა გასაჩივრებული საქმე, დახურული არ იყო და უზენაესმა სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს გახდა ცნობილი. იმ კონკრეტული მუხლით, რომელიც ჰქონდა მიყენებული და რომელიც გაასაჩივრა პროკურატურამ, ზუსტად ის დააკმაყოფილა უზენაესმა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან რამდენიმე დღის წინ არასწორი განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ გიგი უგულავამ ბრალი აღიარა.
„ჩემი შეცდომა იყო, მე გავაკეთე არასწორი განმარტება ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.