ამერიკის შეერთებული შტატების 2021 წლის ბიუჯეტი სამხედრო დახმარების სახით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 170 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშულის შესახებ აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის კანონპროექტში წერია.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპასა და ევრაზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები რუსეთის გავლენასთან და აგრესიასთან დაპირისპირებაა, მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რომ დაიცვან სუვერენიტეტი და უზრუნველყონ საკუთარი დაცვა, ნატო-სთან და დასავლეთის სხვა ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების გზით, ასევე მდგრადი თავდაცვის რეფორმების განხორციელების საშუალებით.
დოკუმენტის თანახმად, დაფინანსება ხელს შეუწყობს აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნებს, მათ შორის ტაქტიკური აღჭურვილობის მიღებას დაზვერვისთვის და დაკვირვებისთვის, ასევე მეთაურობას და კონტროლს.
აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში დაფინანსების პრიორიტეტულ მიმღებებად დასახელებულია: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, რომლებიც დოკუმენტში ფრონტის ხაზის ქვეყნებად არის მოხსენიებული.
„უცხოური სამხედრო დაფინანსების რეგიონული სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება ევროპული რეკაპიტალიზაციის სტიმულირების პროგრამის გასაფართოებლად, რომელიც ხაზს უსვამს ტვირთის გაზიარებას აშშ-ის მიერ საგრანტო სამხედრო დახმარების სტიმულირებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩადებენ ეროვნულ სახსრებს თავიანთი სამხედროების მოდერნიზაციისა და რუსული აღჭურვილობის თავიდან მოშორებისთვის. დეპარტამენტი თავდაცვის დეპარტამენტთან იმუშავებს პოტენციურ ქვეყნებზე.
სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამები ევროპაში აძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას და ურთიერთთანამშრომლობას აშშ-ის, ნატო-სა და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და დახმარებას უწევს რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირებას. რაც მთავარია, ეს პროგრამები ეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნებს, რომლებიც მოქმედებენ შეერთებულ შტატებთან ერთად, ჰყავდეთ ოფიცრები, რომლებსაც ესმით და აფასებენ აშშ-ის სამხედროების მოძღვრებას და ოპერაციულ ტაქტიკას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.