ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან, პრიორიტეტების დასადგენად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება.
სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაირი ირიციანი, სოფელ არაგვის (16,000 ლარი) და მაჯადიის (16,000 ლარი) მოსახლეობას შეხვდნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცნობით, სოფელ არაგვაში პრიორიტეტულად აირჩიეს ქუჩის განათების მოწესრიგება, სპორტული ინვენტარის შეძენა და გასულ დაწყებული ხიდის მშენებლობის გაგრძელება, ხოლო სოფელ მაჯადიაში ქუჩის განათების მოწყობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.