სოფლის პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
მაზერის, ტვებიშის, ჭოხულდის, ბაგვდანარისა და ნაშთქოლის სოფლების მოსახლეობა სოფელ მაზერში შეიკრიბა. აღნიშნული სოფლების მოსახლეობის სურვილი პროგრამით განკუთვნილი თანხების გაერთიანება და მრავალფუნქციური შენობის აშენებაა.
გაერთიანების შემდეგ, სოფელ მაზერის მოსახლეობა ძირითად პრობლემად კვლავ სასმელი წყლის სისტემის არარსებობას ასახელებს. ტვებიშის მოსახლეობამ ერთ-ერთ პრიორიტეტად გარე განათებისა და შიდა გზის მოწყობა დაასახელა, ხოლო ჭოხულდისა და ბაგვდანარის მოსახლეობა მათი სოფლების თანხების გაერთიანებით წყლის სისტემის მოწყობას გეგმავს, გარე განათების მოწყობა სურს ნაშთქოლის მოსახლეობას.
სოფელ ცხეკვანისა და სოფელ უშხვანარის მოსახლეობის ნაწილმა უშვხვანარში, ყოფილი სკოლის შენობაში მოიყარა თავი. უშხვანარის მოსახლეობამ რამდენიმე პრიორიტეტი დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი მოსახლეობის კუთვნილი სავარგულებისაკენ მისასვლელი სამანქანო გზის გაჭრა იყო. ასევე დასახელდა უშხვანარში არსებული ამორტიზებული შენობის (ყოფილი სკოლა) რეაბილიტაცია და მისთვის ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციის შეძენა.
ხოლო ცხეკვანის მოსახლეობის მიერ სპორტული მოედნისთვის ხელოვნური საფარის მოწყობა დაასახელა პრიორიტეტად.
დოლასვიფში გამართულ კრებაზე მონაწილეოება უნდა მიეღო დოლასვიფის, დოლის, გალაშის, ჭკიდანარის, ქართვანისა და ლანხვრის მოსახლეობას, თუმცა ქართვანისა და ლანხვრის სოფლების არც ერთი წარმომადგენელი კრებას არ დაესწრო.
დოლასვიფის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელდა წყლის სისტემის მოწყობა და არსებული მინი სტადიონის დასრულება.
ასევე, დოლასვიფის, დოლის, ჭკიდანარის და გალაშის მოსახლეობას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება თანხების გაერთიანებაზე და მეზირის მთაზე გზის გაჭრასა და ტურისტული მარშრუტის მოწყობაზე.
ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულში გამართულ კრებებს ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტ “ENPARD III“-ის შეფასებისა და მონიტორინგის სპეციალისტი, რომელმაც მოსახლეობას აღნიშნული პროექტის ფარლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი გააცნო.
მოსახლეობას საშუალება აქვს კონკურსში წარადგინონ როგორც ინდივიდუალური/კოოპერატიული ბიზნეს იდეები, ასევე, სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში, მოსახლეობას შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობასთან გაერთიანებით წარადგინოს თემის სოციალურ-ინფრასტრუქტურული განვითარებისკენ მიმართული ინიციატივები საკონკურსო წინადადებების სახით.
გუშინ, ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული შეხვედრები მოსახლეობის აქტიურობით არ გამოირჩეოდა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ დასახლების საერთო კრებას ესწრებოდეს ყველა ოჯახისა თუ მოსახლის წარმომადგენელი.
მერია მოსახლეობას მოუწოდებს თემში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ დასახლების საერთო კრებას დაესწრონ და აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რათა საბოლოო გადაწყვეტლება მოსახლეობის უმრავლესობის სურვილითა და მხარდაჭერით იქნას მიღებული.
მათი თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის არსი სწორედ ის არის, რომ მოსახლეობამ თავად შეარჩიოს პირველ რიგში რომელი პრობლემის გადაჭრა არის მისთვის პრიორიტეტული. მოსახლეობა ასევე აქტიურად უნდა მონაწილეობდეს პროექტების განხორციელების პროცესში და თავად უწევდეს ერთგვარ მონიტორინგს განხორციელების ხარისხს.
ინფორმაციას მესტიის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.