ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ გუშინ ევროკავშირის ელჩებთან ერთად გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დეტალურად განიხილა.
„გუშინ მქონდა შესაძლებლობა, ევროკავშირის ელჩებთან ერთად დეტალურად განმეხილა ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას უგულავასთან დაკავშირებით. გარემოებები, რომელიც ვახსენე, არ უწყობს ხელს იმ ატმოსფეროს, რომელიც არსებობს და არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია არსებული პოლარიზაციის განსამუხტად.
ბევრი პოლიტიკოსის გაცხადება მოვისმინეთ ევროპიდან. ველოდები, რომ რამდენიმე საათში იქნება ოფიციალური განცხადება ბრიუსელიდანაც. აქედან გამომდინარე, დაკვირვება ამ საკითხებზე იქნება ინტენსიური.
ეს ხელს არ უწყობს დიალოგის წარმოებას და მოგეხსენებათ, დიალოგისთვისაც არ არის დიდი დრო დარჩენილი. არ არის მარტივად საქმე. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, მაქსიმალურად გავაგრძელებთ მცდელობას, მუდმივად გვაქვს მხარეებთან შეხვედრები. ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამ დიალოგის განახლება. დიალოგის მცდელობას ვახორციელებ კოლეგებთან ერთად – ეს არის აშშ, ევროპის საბჭო და გერმანია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.