ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რაიმუნდას კარობლისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ლიეტუვასთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარ საგარეო პრიორიტეტზე - საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს, ამ კონტექსტში კი, ლიეტუვასთან ურთიერთნდობასა და ხანგრძლივ მეგობრობაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზებზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავების ერთობლივ მიდგომებსა და მოქმედების გეგმებზე.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გაცვლითი ვიზიტები ლიეტუვასა და საქართველოში. საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად მართავს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს, მის მოადგილეს მირჩა ჯოანს, ასევე ბულგარეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის და ესტონეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.