ნაძალადევის რაიონში, თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, გრუნტის მოხსნა და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.
საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 373 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. ასევე, მოეწყობა 14 მ სიგრძის გრუნტის დამჭერი კედელი, ბორდიური და ტროტუარი.
მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
„თოდრიას ქუჩაზე წლების განმავლობაში გზა არ შეკეთებულა. საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. საკმაოდ დიდი ქუჩაა და ბევრი ოჯახიც ცხოვრობს. გზის რეაბილიტაციის პროცესი აპრილში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
აღნიშნული გზის კაპიტალური შეკეთება ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 428 580 ლარს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.