კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს შესთავაზეს სპეციალური ფაქტების შემსწავლელი მისიის შექმნა, რომელიც ჩამოვა საქართველოში და დეტალურად გაეცნობა გიგი უგულავას საქმეს
12-02-2020, 23:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფაქტების შემსწავლელი მისია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და ექნება სრული შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლოს გიგი უგულავას საქმე - ასეთი შეთავაზება მიიღეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა  პოლიტიკური გაერთიანება  "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერებისგან სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე.

 

 

პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს ანტონიო ტაიანის,  კატი პირის, სერგეი სტანიშევს და მარინა კალიურანდს შეხვდნენ.

 

 

მათ მადლობა გადაუხადეს ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მხარდაჭერის და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 

 

"დღეს არაერთი შეხვედრა გვქონდა, სადაც განვიხილეთ მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.  საუბარი იყო ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. დაისვა კითხვები გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მათ მიიღეს პასუხები და ასევე შეთავაზება - შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი მისია. მათ შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ადგილზე გაეცნობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებულ მასალებს, რათა დარწმუნდნენ იმაში, რომ საქმე გვაქვს მძიმე დანაშაულთან,"- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობას, ასევე შიდა პოლიტიკურ პროცესებს.

 

 

„ჩვენ  შევთავაზეთ  შეიქმნას  სპეციალური  ფაქტების   შემსწავლელი მისია, რომელიც  ჩამოვა  საქართველოში და დეტალურად გაეცნობა  ამ საქმეს.  არის  ასეთი   პრაქტიკა  ევროპულ  პარლამენტში,  ამასთან  დაკავშირებით გვაქვს  დადებით  გამოხმაურება. იმედი  გვაქვს, რომ მისია უახლოეს  მომავალში ჩამოვა და გაეცნობა  საქმის როგორც შინაარსს,  ისე  პროცედურულ მხარეს  და  დადგინდება    სიმართლე,  რაც  ყველამ  ისედაც  ვიცით - ეს არის 48 მილიონის  გაფლანგვის  საქმე.  ჩვენი  კოლეგები  დარწმუნდებიან რომ   48  მილიონი გაიფლანგა და იმაშიც  ბუნებრივია, დაგვეთანხმებიან, რომ ეს არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისივე თქმით, ისაუბრეს ასევე დიალოგზე, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემას.

 

 

„ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული ინიციატივა - 100-50-ზე. ეს არ არის მერკანტილური გარიგებისკენ მიმართული ინიციატივა, ეს არის ერთადერთი ვერსია, რომლის გარშემოც არის შესაძლებელი 113 ხმის მოგროვება და რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული მანდატების განაწილებას საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად,  ჩვენი ვერსია რჩება შეთავაზებად და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიცია ამ შეთავაზებას დათანხმდება“,  -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი