გიორგი მარგველაშვილი: ივანიშვილმა „ვერ გაბედა და ვერ შემოვიდა და გამომიყვანა იქიდან (ავლაბრის რეზიდენცია), სადაც მინდოდა და სადაც ვიყავი და რასაც მინდოდა ვაკეთებდი“
13-02-2020, 09:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც პოლიტიკაში თავის „მეგობრებთან ერთად“ დაბრუნების შესახებ განაცხადა და ერთ-ერთ სავარაუდო მოკავშირედ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დაასახელა, „მთავარ არხთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია 2013 წელს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად წარმდგენი ბიძინა ივანიშვილის აზრი, რადგან მისი „სტაბილურობის გარანტი არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ელიტა, ყოველთვის იყვნენ რიგითი მოქალაქეები“.

 


მარგველაშვილი სიამყით აცხადებს, რომ რა მაღალი რეიტინგითაც შეუდგა პრეზიდენტობას, იგივე მაღალი რეიტინგით დაასრულა 5-წლიანი ვადა და ივანიშვილმა „ვერ გაბედა“ და „ვერ შემოვიდა და გამომიყვანა იქიდან, სადაც მინდოდა და სადაც ვიყავი და რასაც მინდოდა ვაკეთებდი“ (შენიშვნა: იგულისხმება სააკაშვილის მიერ აშენებული ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია, სადაც მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევიდან მალევე გადავიდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევამდე ამას კატეგორიულად გამორიცხავდა, ამან კი, ბიძინა ივანიშვილის აღშფოთება და მათ შორის ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია).

 


„ძაან ნაკლებად მაინტერესებს ან რას იგრძნობს, ან რას იფიქრებს, ან რას მოიმოქმედებს. საქართველოს ნახევარს ეუბნება, წადით საქართველოდან, იმუშავეთ და არ მჭირდებითო, საქართველოს ნახევარს ეუბნება, რომ გავიდნენ ქვეყნიდან და ამის მერე, რას გააკეთებს ჩემ მიმართ, ცოტა ნაკლებად მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ. როგორც პოლიტიკოსმა, 5 წელი გავიარე პრეზიდენტობა ისე, რომ ოპოზიციაც ჩემს წინააღმდეგ იყო და ხელისუფლებაც ჩემს წინააღმდეგ იყო, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა, რა რეიტინგითაც შევედი, ჩემი რეიტინგი არ დაცემულა, იგივე რეიტინგით დავამთავრე და ალბათ კიდევ მოვიმატე რეიტინგი პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ და ჩემი გარანტი, ჩემი ასე ვთქვათ, სტაბილურობის გარანტი არასდროს არ ყოფილა პოლიტიკური ელიტა, ყოველთვის იყვნენ რიგითი მოქალაქეები. რატომ ვერ გაბედა მაშინ და რატომ ვერ შემოვიდა და გამომიყვანა იქიდან, სადაც მინდოდა და სადაც ვიყავი და რასაც მინდოდა ვაკეთებდი. იმიტომ არა, რომ პოლიტიკური ელიტა მიჭერდა მხარს, იმიტომ რომ მხარს მიჭერდა ტაქსისტი, ბიბლიოთეკარი და მასწავლებელი და იქ რას მოიფიქრებენ, ყოველთვის ნაკლებად მადარდებდა“, განაცხადა მარგველაშვილმა.

 


მარგველაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია გაძლიერდეს ის ოპოზიციური პოლიტიკური ფორმატი, რომელიც შემდგარია და რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ინტენსიურად მუშაობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნაზე.

 

 

„ამ პროცესში არ მიიღო პოლიტიკაში მონაწილეობა, იქნება ფაქტობრივად აბსურდი მთელი შენი წინა ცხოვრება. მაშინ რატომ იყავი ჩართული და მაშინ რატომ გინდოდა რაღაცების შეცვლა და წინ წაწევა. მთავარი არის, რომ ის პოლიტიკური ფორმატი, რომელიც შემდგარია, ოპოზიციური ფორმატი, ის მაგიდა, რომელიც მართლაც შთამბეჭდავია ქართული პოლიტიკისთვის, რომ ამდენი ხანია პოლიტიკოსები ერთი დღის წესრიგით ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ, აი, ეს მაგიდა გაძლიერდეს და არ მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამ პროცესმა მიგვიყვანოს რუსეთისკენ და შეგვატრიალოს ჩრდილოეთით. ეს არის მიზანი“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და შეკითხვაზე, იქნება თუ არა მის გუნდში ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასე უპასუხა:

 

 

„მე ვგულისხმობ იმ გუნდს, ვისთანაც ერთად ვიყავი... გიორგი სხვათა შორის კრიტიკულ მომენტში აქტიურად აფიქსირებს ხოლმე თავის პოზიციას და ძალიან სწორს შვება“.

 

 

მარგველაშვილმა დაადასტურა, რომ თანამშრომლობის საკითხებს მამუკა ხაზარაძის დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან განიხილავს და შემდეგ გადაწყვეტს დამოუკიდებლად გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე თუ „ლელოსთან“ ერთად.

 

 

კომენტარები: 2
#2   neli ghatchava
      
და შვილო, გასაღები რეზიდენციის ვინ მოგცა? რაღაც არ მომწონს შენს თავგასულობაში! მე შემიშვებდნენ? სახელმწიფოს რომელ სტრუქტურას ჰქონდა უფლება შეეშვი იმ შენობაში. რა ბეყე კაციც ხარ შვილო ისეც იტყუები!!!!!!!
23 თებერვალი 2020 13:24
#1   Zoro
      
ივანიშვილმა კი არა და ჩვენ არ გამოგიყვანეთ, ვინც ივანიშვილის ხატღით მოგეცით ხმა,,, საქართველო გვეცოდება შე კრემლისტო ვაი ფილოსფოსო და ბევრს თუ ბგაატრაკებთ გეფიცები ივანიშვილიც ვერ გიშველის, ხვალ გამოგატრევთ ყურით სახლიდან და პანღურებით მიგიყვათ თავისუფლების მოედანზე და იქ აგისხსნით სახალხოდ რომ სრული ამორალიზმის წარმომადგენელი პრეზიდენტი შემოგვთავაზა ივანიშვილმა და აგვარჩევინა... შე იმბიცილო ადამიანი... სამარცხვინო ხარ... ,,მაყითები" კარგად აკეთე არა... თუ შენნაერი ვაი ფილოსოფოსი იდიოტები გგონია მთელი საქართველო

ივანიშვილმა კი არა და ჩვენ არ გამოგიყვანოთ, ვინც ივანიშვილის ხათრით მოგეცით ხმა - მთელმა საქართველომ! ,,, საქართველო გვეცოდება შე კრემლისტო ვაი ფილოსფოსო და ბევრს თუ გაატრაკებთ თქვე კრემლისტო ნაცებო, გეფიცები ივანიშვილიც ვერ გიშველის, ხვალ გამოგათრევთ ყურით სახლიდან და პანღურებით მიგიყვათ თავისუფლების მოედანზე და იქ აგიხსნით სახალხოდ რომ სრული ამორალიზმის წარმომადგენელი პრეზიდენტი შემოგვთავაზა ივანიშვილმა და აგვარჩევინა... შე იმბიცილო ადამიანო... სამარცხვინო ხარ... ,,მაყითები" კარგად აკეთეთ არა... თუ შენნაერი ვაი ფილოსოფოსი იდიოტები გგონია მთელი საქართველო
23 თებერვალი 2020 12:44
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი