ვახტანგ მახარობლიშვილი: „უვიზო რეჟიმი საქართველოსადმი ევროკავშირის ნდობისა და მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ მესიჯს წარმოადგენს“
13-02-2020, 10:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ, აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები შედეგია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს მთავრობისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას უვიზო მიმოსვლის დადებითი სტატისტიკა.



მახარობლიშვილის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოდან 1 მილიონზე მეტი უვიზო ვიზიტი განხორციელდა, რაც ცხადყოფს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უვიზო რეჟიმის წესებს ემორჩილება. თუმცა, არსებობს საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი, რომლებიც ბოროტად იყენებენ უვიზო რეჟიმს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოსაძიებლად.


„საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების დარეგულირების მიზნით. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინა უვიზო მიმოსვლის დარღვევის პირველ ნიშნებზე: დაიგეგმა სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანია; შეიქმნა შენგენის მობილური აპლიკაცია;  წევრ ქვეყნებში წარიგზავნა პოლიციის ატაშეები; შეთანხმდა ერთობლივი საოპერაციო მოქმედებები“- განაცხადა მახარობლიშვილმა. 



გამოსვლისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ოფიციალურად აღიარების და თავშესაფრის მაძიებლების შემცირების საკითხებს. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, ევროკავშირის/შენგენის  16 ქვეყანამ  საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.


მახარობლიშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება  და პასუხისმგებლობა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების მიმართ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით   სირთულეების დასაძლევად და განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას  ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ სახელმწიფოებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი