"პროფესიული განათლების შესახებ" კანონის შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები მომზადდა , რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს ეფუძნება.
ახალი სტანდარტით, დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები. მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.
ექსპერტთა მხრიდან დაწესებულების შეფასება გახდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, დაინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.
კანონის მოთხოვნის საფუძველზე, ავტორიზაციის დებულება მთლიანად გადამუშავდა პროფესიული განათლების ნაწილში და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად, გაითვალისწინა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების შესაძლებლობა. შედეგად, კოლეჯებს უკვე შეუძლიათ ცენტრს მიმართონ საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.
აღნიშნული ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი. პროცესში მონაწილეობდნენ: პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის საბჭოების, ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ცენტრი გეგმავს მნიშვნელოვან ღონისძიებებს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის, საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე ავტორიზაციის ექსპერტთა სერტიფიცირების მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.