რომან კაკულია: „საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ“
13-02-2020, 12:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია ქართული დელეგაციის მიერ ფაქტების შემსწავლელი მისიის საქართველოში მოწვევის ფაქტს.

 

 

მისი განცხადებით, როდესაც ამდენი ევროპული დახმარებების ფარგლებში გამოყოფილი თანხა და დრო დაიხარჯა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაზე, რომლის ძირითადი მიზანი რუსეთის მზარდი პროპაგანდის განეიტრალება და ევროპული ღირებულებების მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო, აუცილებელია საქართველოს მოსახლეობას არ შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ზედაპირული, სიღრმისეული ანალიზის გარეშე ჩამოყალიბებული პოზიციები ჩვეულებრივი ტენდენციაა დასავლეთში.

 

 

კაკულია მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც ამ განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ნებსით თუ უნებლიედ წყალს ასხამს სწორედ რუსულ ნარატივზე, რომელიც მხოლოდ უარყოფით კონტექსტში ცდილობს დასავლეთის წარმოჩენას და ამ კონტექსტის წამყვანი თემა სწორედ დასავლეთის ტენდენციურობაზე მითითება არის ხოლმე.

 

 

„საქართველოს საზოგადოების ევროპული ორიენტაცია დღეს ვერანაირად ვერ დადგება ეჭვის ქვეშ, ვინც ახალგაზრდების განწყობას იცნობს, ეს ცხადზე უცხადესია. სწორედ ამ მოცემულობისადმი ღრმა პატივისცემის გამო იყო, რომ 2012 წლამდეც ბევრი არაადეკვატური შეფასება და დუმილი აიტანა ქართველმა ხალხმა დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეებიდან, ისე, რომ ხმამაღლა ერიდებოდა პროტესტის გამოხატვას.

 

 

მინდა ყველას, ვინც ამ „ორთაბრძოლაშია“ ჩართული, ვთხოვო ნუ გააღრმავებენ ამ ძალიან საშიშ ტენდენციას, რომელიც, ვიმეორებ 2008 წლის მსგავსად რუსეთისათვის მისაღებ შედეგს დააყენებს და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვინ უფრო პროევროპულია და ვინ პრორუსული. სწორედ დღეისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ობიექტური ანალიზის შესაძლებლობა იქნება ასეთი ფაქტების შემსწავლელი მისიის მიერ მომზადებული ანგარიში და ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რომ ეს მისია შედგეს, შემდეგ კი დაველოდოთ არჩევნებს და მივცეთ საზოგადოებას საშუალება, აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელსაც იმსახურებს და თვითონვე აგოს შემდეგ პასუხი თავის არჩევანზეც და ორიენტაციაზეც“, - აცხადებს რომან კაკულია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი