საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში მონაწილეობა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხ კოლეგასთან ლუბომირ მეტნართან შეხვედრაზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შეხვედრებსა და მაღალი დონის ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ჩეხეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება. მხარეებმა ლოჯისტიკური და სამხედრო განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.