„დამიჯერეთ, საკმაოდ ინფორმირებული ვარ... ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს კვირიკაშვილის, სერგეენკოს, კიდევ ძალიან ბევრი „ქართული ოცნების“ გენერლებისა და ადმირალების... ასევე მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება“ - დავით აქუბარდია
13-02-2020, 20:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დაგეგმილია საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს დაპატიმრება, ასევე „ქართული ოცნების“ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების, - განაცხადა ჟურნალისტმა დავით აქუბარდიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში თავის საავტორო გადაცემაში „სპექტრი“, სადაც სტუმრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება.

 

 

აქუბარდია ირწმუნება, რომ ეს ინფორმაცია მას სანდო წყაროსგან გააჩნია და აღნიშნული ნაბიჯის გადადგმა იმისათვის დაიგეგმა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ გიგი უგულავას და ოპოზიციის სხვა ლიდერების დაპატიმრებების გარდა, ხელისუფლება თავისი გუნდის ყოფილ წევრებსაც აკავებს.

 

 

 

 

გიორგი მარგველაშვილი: „არ მახსოვს ამდენ პოლიტიკურ ლიდერზე აღძრული საქმე. ვინც არ იტყვის, დიდება ამ ჩვენს პარტიას - კომუნისტების დროსაც კი არ სვამდნენ ამდენს - დიდება პარტიას ვინც არ იტყვის, ციხეში“.

 

 

დავით აქუბარდია: „მე აღფრთოვანებული ვიყავი უგულავას დაჭერაზე შენი რეაქცია რომ მოვისმინე და იმის წინა დღეს მქონდა ინფორმცია, რომ მამუკა ხაზარაძის - არ ვუთხარი ეხლა, გუშინ ჩემი სტუმარი იყო - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და კვირიკაშვილის დაჭერა იყო გადაწყვეტილი, მგონი ორშაბათს იყო გადაწყვეტილი“.

 

 

გიორგი მარგველაშვილი: კვირიკაშვილის?

 

 

დავით აქუბარდია: „კიი, დამიჯერე. ახლა თავისიანებს დაიჭერს, რომ ბალანსი აჩვენოს“.

 

 

გიორგი მარგველაშვილი: „ვის აჩვენებს?“

 

 

დავით აქუბარდია: „აი, ვითომ დასავლეთს. ესე მოხდება, უბრალოდ თვითონ დაშინდნენ, შოკში იყვნენ გუშინწინ, უგულავას დაჭერას ასეთი რეაქცია რომ მოყვა. ბევრის და ბევრის შეფასებები რომ წამოვიდა დასავლეთიდან, დაამუხრუჭეს, თორემ გეგმაში აქვთ მაგათი დაჭერა, გეგმაში აქვთ, მე ასე ვიცი და დამიჯერეთ, საკმაოდ ინფორმირებული ვარ. სერგეენკოს დაპატიმრებაზეა საუბარი, კიდევ ძალიან ბევრ „ქართული ოცნების“ ასე ვთქვათ გენერლებისა და ადმირალებისა, მაგრამ არ შველის ეს, არ გადაწყვიტავს არაფერს და რატომ მიდის ამ გზით?

 

კომენტარები: 1
#1   Zoro
      
და კიდევ გარგი თუ აააქვს, სეგეენკოს რა გითხრა ინფორმაცია არ გვაქვს მის კორუფციოლობაზე, თორე კვირიკაშვილი, რომელმაც მარტო საქართველოს ფოსტის შენობის უდიდესი წილი შეიტყაპუნა (სხვა მრავალთან ერთად) და ხაზარაძე რომელმაც ყველა საქართველოს მოქალაქე დააყაჩაღა არ არიან პასუხის გების ღირსი თუ მარსიდან ჩამოფრინდით საქართველოში
23 თებერვალი 2020 12:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი