საკადრო და სხვა ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში
08-09-2015, 05:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სერგი გვარჯალაძე დაინიშნა. ამ დრომდე აღნიშნულ თანამდებობას გიორგი ჩართოლანი იკავებდა. იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის გაერთიანებული არქივის ხელმძღვანელად გააგრძელებს მუშაობას.


საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, "მაუწყებელში მიმდინარეობს მთელი რიგი ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2014-2015 წლებში ჩაატარა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევები, რაც ითვალისწინებდასაზოგადოებრივი მაუწყებლისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების გამოვლენას, ასევე ზოგადად მედიაგარემოს შესწავლას. კვლევის საექსპერტო ნაწილის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ორგანიზაცია არ სარგებლობს მაღალი ნდობით და აქვს დაბალი რეიტინგი. იმავეს ადასტურებს ე.წ. "ფიფლმეტრების" საშუალებით მიღებული ყოველდღიური მონაცემები.


სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დაიგეგმა და ეტაპობრივად ხორციელდება რეფორმა რამდენიმე მიმართულებით: შეიქმნა ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგია; მიმდინარეობს სტრუქტურის ძირეული ცვლილება; განახლებულია ყველა სამაუწყებლო პლატფორმის საეთერო ბადე; დაიწყო გაერთიანებული საინფორმაციო სამსახურის პროექტის იმპლემენტაცია; რეფორმის განხორციელების მიზნით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ყველამიმართულებით", - აცხადებენ მაუწყებელში.


მათივე ინფორმაციით, სამეურვეო საბჭოს მიერ მომზადებულ პროგრამულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით მომზადდა მაუწყებლის გარდამავალი საეთერო ბადე, რაც შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი ცვლილებების პარალელურად არა თუ შეჩერდეს სამაუწყებლო ეთერი, არამედ გაძლიერდეს სხვადასხვა მიმართულებით: მაუწყებლის სოციალურ-პოლიტიკური ზოლი იზრდება, ემატება რამდენიმე ახალი პროგრამა, რაც თავისთავად გულისხმობს წამყვანების და ფორმატების მრავალფეროვნებას ყველა სამაუწყებლო პლატფორმაზე.


როგორც მაუწყებელში აცხადებენ, ჩატარებული ღია კონკურსის საფუძველზე მზადდება ახალი პროგრამების საპილოტე ვერსიები, გამარჯვებული გადაცემები: კულტურის, საბავშვო, ახალგაზრდული, იუმორისტული და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განთავსდება ახალ სამაუწყებლო ეთერში. საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ძლიერდება ჟურნალისტური გამოძიების არსებული ჯგუფი, რომელიც მოამზადებს პროგრამებს ყველა სამაუწყებლო არხისთვის, შეძენილია მექანიკური წარმოების პრემიუმ კლასის პროდუქცია: სერიალები, ფილმები, ანიმაცია.


"საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც საჯარო ორგანიზაცია, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით, გეგმავს რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვას. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება კანონის შესაბამისი დაცვით, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის, შიდა რეგულაციის ნორმებისა და ქცევის კოდექსის გათვალისწინებით", - აცხადებენ საზოგადოებრივ მაუწყებელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი