დავით ზალკალიანი მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს
14-02-2020, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.
 


კონფერენციის ფარგლებში დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიებში. მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანასთან, რუმინეთის, უკრაინის თავდაცვისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე, “The Greater Black Sea Region: Competition for Sea Control or Sea Denial”, რომელიც ორგანიზებულია ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) და ახალი სტრატეგიის ცენტრის (NSC) მიერ. 

 


გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპელ და აზიელ კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, წამყვანი ევროპული ქვეყნების, ევრკავშირის და აშშ-ს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

 


აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი