გია ვოლსკი: „ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ევროპარლამენტის მისიის მიღებაზე“
14-02-2020, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებასა და მის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, რომელსაც მისი თქმით, უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა და შეუთანხმებელი პოზიციების გამოთქმა მოჰყვა, როგორც საქართველოში, ასევე, საერთაშორისო დონეზეც.

 

 

„სტრასბურგში მყოფმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და აღმასრულებელმა მდივანმა გამართეს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემდგარი მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივ-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმაზე, თუ რა მოხდა.



ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპეტენტური დასკვნა გაკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას, ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელების წინაპირობას.

 

 

რასაკვირველია, ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი ის, რომ ოპონენტებმა სკეპტიკურად შეაფასეს და პრაქტიკულად უარი თქვეს ასეთი მისიის მიღებაზე, ეს იწვევს დამატებით შეკითხვებს. ჩვენი ძალა და ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს. ამ პროცესში ხელის შეშლა და უარყოფითი განცხადებების გაკეთება, გახდა ჩვენი ოპონენტების პოზიციის მთავარი გამოხატულება, საკმაოდ მნიშვნელოვან შეკითხვებს უნდა ბადებდეს როგორც მედიაში ასევე საზოგადოებაში. ევროპარლამენტის მისიის ჩამოსვლა ქართული საზოგადოებისთვის იქნება მნიშვნელოვანი არა მარტო იმიტომ, რომ სტაბილურობა შევძინოთ პოლიტიკურ პროცესს, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებამ დაინახოს განსხვავება იმ პოზიციას შორის, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმ პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი