დევიდ კრამერი: ამჟამად აშშ-სა და საქართველოს შორის არ არსებობს არანაირი პოლიტიკა, მაშინ, როცა ბუშს ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილთან
08-09-2015, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არ არსებობს არანაირი პოლიტიკა, მაშინ, როცა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ძალიან ახლო ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილთან. ამის შესახებ კრამერმა სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.


"მე ვმუშაობდი ბუშის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში იყო ის, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თვითონ ხელმძღვანელობასთან. ეს იყო ბუში-სააკაშვილი. ახლა არ არსებობს არანაირი პოლიტიკა. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავედით. ამერიკამ ეს უნდა გამოასწოროს. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მეტი დაინტერესება ამ რეგიონის მიმართ, არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნების მიმართ. სამწუხაროდ, დასჭირდა ისეთი მძიმე მოვლენები, როგორც უკრაინის ტრაგედიაა, რომ ამერიკას რაღაც ინტერესი გამოეჩინა ამ რეგიონის მიმართ",- აღნიშნა კრამერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი