შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოში ისრაელის სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართულებები გააცნო, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და შერიგების კუთხით, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების და ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ესაუბრა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელთან გამკლავებაც ადამიანებს ყოველდღიურ რეჟიმში უხდებათ. ქეთევან ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“ მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ინიციატივის განხორციელების მიზნით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.
ასევე საუბარი შეეხო იმ სახელმწიფო სტრატეგიულ მიმართულებებს, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით გვაქვს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკონოვან მეგობრობას, რითაც საქართველო ამაყობს.
საუბრის ბოლოს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ხაზი გაესვა კავშირების მეტად გაღრმავების მნიშვნელობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.