დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი ჭიჭინაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია, მიმდინარე წლის 15-20 თებერვალს, დიასპორული ორგანიზაცია - ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ და „ქართული კულტურის ცენტრის“ მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ბელგიის სამეფოს ეწვევიან.
ვიზიტის ფარგლებში, ბექა ოდიშარია და გივი ჭიჭინაძე მონაწილეობას მიიღებენ ამსტერდამში, ჰააგასა და ბრიუსელში ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული კულტურის ცენტრის და ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ (დამფუძნებელი თინათინ სვანიძე ვენკო) ინიციატივით ორგანიზებულ საერთაშორისო პროექტში: „დიასპორები ერთიანი საქართველოსთვის - სახალხო დიპლომატიის როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში“.
პროექტის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის რიგი დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობით, გაიმართება დიასპორული ფორუმი, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო პროექტის „ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე“ გამოფენა, აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი წიგნის „საერთო წარსულით, საერთო მომავლისკენ“ პრეზენტაცია; გურამ ოდიშარიას წიგნის პრეზენტაცია; ჰოლანდიაში მოღვაწე სოხუმელი მხატვრის, გიორგი შენგელიას გამოფენა სახელწოდებით “Children Shoot Back"და სხვა.
პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს საპატრიარქოს ჰოლანდიისა და ბელგიის ეპარქია; „ქართული კულტურის ცენტრი ნიდერლანდების სამეფოში“; ემიგრანტთა „ბაღი ფესვები“ საქართველოდან; საბერძნეთის ქართული კულტურის ცენტრი; ბელგიის ქართული კულტურის ცენტრის წარმომადგენლობა; „ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში“.
პროექტში აგრეთვე მონაწილეობენ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და აფხაზეთის ა/რ მთავრობა.
ვიზიტის ფარგლებში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, გამართავენ გაფართოებულ შეხვედრებს ნიდერლანდებსა და ბელგიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან და დიასპორულ ორგანიზაციებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.