ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში კანადელ კოლეგას შეხვდა
14-02-2020, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციაში კანადის ჩართულობა და სამხედრო წვრთნებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობა - ეს ძირითადი საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანთან, ჰირჯატ საჯანთან შეხვედრაზე. 

 

 

საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე, სტრატეგიულ მზადყოფნასა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს პროცესი საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების აქტიურ მხარდაჭერას მოითხოვს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა კანადასთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა კანადის ეროვნული თავდაცვის მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავდაცვის სფეროში კანადასთან მნიშვნელოვან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად საქართველოში ნატოს მეტი ჩართულობა დაასახელა და კანადის ეგიდით დაგეგმილი სწავლების “Maple Arch” საქართველოში ჩატარების მნიშვნელობა აღნიშნა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი