ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში, ენზელ მკოიანმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთისა და იხთილას მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.
შეხვედრაზე პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.
თითოეულ სოფელში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა:
1. ბარალეთში – გარე განათების მოწყობა; ნაგვის ურნების შეძენა; სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები; სპორდარბაზის რეაბილიტაცია.
2. იხთილაში - სპორტდარბაზისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.