გიორგი გახარიამ და ფატუ ბენსუდამ 2008 წლის ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს
14-02-2020, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

 

 

საუბრისას აღინიშნა ქართული მხარის ნაყოფიერი თანამშრომლობა პროკურორის ოფისთან, რათა დეტალურად იყოს გამოძიებული ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, როგორებიცაა ქართველების ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.

 

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან დიდ ძალისხმევაზე, რომლის გაწევაც მის გამომძიებლებს უხდებათ, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს.

 

 

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მას აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების წარმატებით გამოძიების პროცესში.

 

 

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პრემიერ მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი