თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის საზღვარი გადაკვეთეს და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება, „ოპერაცია მოკლევადიანია“. თურქეთის ჯარმა საზღვარი იმ „მებრძოლთა დასაკავებლად“ გადალახა, რომლებმაც პოლიციის მიკროავტობუსი ააფეთქეს, რის შედეგად 15 სამართალდამცველი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე თურქეთი „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ავიადარტყმებს ახორციელებდა. სახმელეთო ოპერაციის თაობაზე ერაყის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.