პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
14-02-2020, 21:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინციატივითა და ორგანიზებით, პირველად საქართველოში „წლის საუკეთესო დირექტორის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

 

 

2019 წლის საუკეთესო დირექტორის ტიტულის მფლობელი თბილისის 198-ე საჯარო სკოლის დირექტორი თეონა ყაჭეიშვილი გახდა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო გადასცა. გამარჯვებული სასწავლო ვიზიტით ციურიხშიც გაემგზავრება და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს (CERN) ესტუმრება.

 

 

მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

 

 

„ხარისხიანი განათლება ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც გამოიხატება იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რაც ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს, განათლების სფეროს განვითარებისთვის დაიხარჯება. მიმდინარე კომპლექსური რეფორმა, რომელიც განათლების ყველა საფეხურს მოიცავს, ემსახურება ხარისხის ზრდას. იცით, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ ხორციელდება, რომლის კონცეფცია თანამედროვე და ინოვაციური მეთოდოლოგიით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას გულისხმობს.

 

 

ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენი ყოველდღიური სამუშაო რთული და საპასუხისმგებლოა. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ემსახურებით ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს და ზრუნავთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. სამინისტროს პოლიტიკაა, რომ ზოგადი განათლების სისტემა გახდეს დეცენტრალიზებული, სკოლებს ჰქონდეთ მეტი ავტონომია. ამ პროცესში თქვენი, როგორც სკოლის დირექტორების როლი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. დღეს ძალიან საინტერესო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ინიციატორი მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრია. მიმაჩნია, რომ თითოეული თქვენგანი დღეს გამარჯვებულია, რადგან ემსახურებით იმ უმნიშვნელოვანეს, პატრიოტულ საქმეს, რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია“.

 

 

სკოლის განვითარებასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფა, ინოვაციურობა, რესურსების ეფექტიანი მართვა - 2019 წლის საუკეთესო დირექტორი სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით დასახელდა.

 

 

აღნიშნული კონკურსი წელს პირველად ჩატარდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის დირექტორს გოგი თოდუასა და ქალაქ ქუთაისის 30-ე სკოლის დირექტორს მიხეილ გიორგაძეს ფულადი პრიზები გადასცა.

 

 

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით კონკურსის გამარჯვებული დირექტორების სკოლები ფიზიკის ვირტუალური ლაბორატორიით აღიჭურვება. მოსწავლეებს ცდების ჩატარება სპეციალური კომპიუტერული მულტიმედიური პროგრამის საშუალებით შეეძლებათ, რაც ამ საგნის სწავლებას უფრო საინტერესოს გახდის.

 

 

წლის საუკეთესო დირექტორის გამოსავლენად სპეციალური კონკურსი ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორებმა. გამარჯვებული საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებით, პროფკავშირის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი