გიორგი გახარია: „ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი“
15-02-2020, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეჯამებისას.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობას, ამასთან ერთად აღნიშნავენ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს.

 

 

„ჩვენ, ჩვენი მეგობრებისგან კრიტიკას აღვიქვამთ ნორმალურად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს უფლება, ჩვენი პოზიცია დავასაბუთოთ. სხვათა შორის დღეს ამას აქაც ვაკეთებთ და ამას გავაკეთებთ. საქართველოს, რაც მთავარია, ჰყავს ძალიან ბევრი მეგობარი, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაშიც და ეს ის ხალხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ გვაკრიტიკებენ, ამასთან ერთად აღნიშნავენ პროგრესს ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ პოლიტიკური ძალები ყველა ინსტრუმენტს იყენებენ - თუნდაც ქვეყნის საგარეო მიმართულების და კომპონენტის ჩართვას შიდა პოლიტიკურ პროცესებში, სამწუხაროდ საარჩევნო პროცესებში. ეს არის ის, რაც ახლა ხდება. სამწუხაროდ, ეს არის რაღაც გამწვავებულ ფაზაში, თუმცა, ვიმეორებ, ყველა სამართლიანი კრიტიკა იქნება შესაბამისად შეფასებული, ყველა უსაფუძვლო კრიტიკას გაეცემა დასაბუთებული, ობიექტური პასუხი. ეს იქნება ჩვენი ყოველდღიური შრომა. არავის ეგონოს, რომ ჩვენ სადმე ჩავალთ, ერთხელ პასუხს გავცემთ და ამით დავივიწყებთ, არა ჩვენ ყოველდღე ვიშრომებთ ამისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი