საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალებმა ბორჯომსა და მარნეულში მუშაობა დაიწყო
15-02-2020, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალები ამჯერად ბორჯომსა და მარნეულში განთავსდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და განაცხადების ელექტრონული წესით მიღების ფუნქციით აღჭურვილი მანქანები აღნიშნულ ქალაქებში თითქმის 1 თვის განმავლობაში, 7 მარტამდე დარჩებიან.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების სამუშაო პროცესს ბორჯომში დაესწრო და მომხმარებელთა შეფასებები მოისმინა.

 

 

ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, დროის ნაკლები დანახარჯით, ქალაქიდან გაუსვლელად, ერთი სარკმლის პრინციპით მიიღოს 50-მდე საპოლიციო სერვისი, მათ შორის მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა.

 

 

ექსპრესფილიალები კახეთში და იმერეთის რეგიონში უკვე განთავსდა და ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოიცავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი მანქანები იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მოქალაქეებს ამ დრომდე ე.წ. მე-12 ოთახით სარგებლობა ან საპოლიციო სერვისის მისაღებად სხვა, ახლომდებარე ქალაქში ჩასვლა უწევთ.

 

 

პროექტის მიზანია საპოლიციო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა და რეგიონული კომპონენტის გაძლიერება.

 

 

ექსპრესფილიალების კონცეფციის რეგიონებში დანერგვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლებისა და სოციალური კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი