სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დღეს მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა.
პატრიარქმა მრევლს მირქმის დღესასწაული მიულოცა და კორონავირუსის ეპიდემიაზეც ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რის გამოც მსგავსი დაავადებები საქართველოში არ შემოდის.
„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს, მირქმას. ეს იმდენად დიდი დღესასწაულია, რომ წმინდა მამები ამბობენ, აღდგომის ტოლია. აღდგომა, სულიერი აღდგომა მოგმადლოთ უფალმა. დღეს არის შეხვედრა ძველი და ახალი აღთქმის. დღეს არის შეხვედრა და განახლება ერისა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა ინებოს, რომ მომზადებული შევხვდეთ მაცხოვრის მეორედ მოსვლას.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია, უფალმა ინება, რომ საქართველო ყოფილიყო წილხვედრი. ეს ღვთის განგებაა და შემთხვევითი არაა, რომ ის სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის“, - განაცხადა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.